პარლამენტმა უავდო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცა

სტატიის ავტორი

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად 14 კანდიდატი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ძალაში მისი მიღებისთანავე შევიდა.

20 მოსამართლიდან 1-მა, ზაზა თავაძემ ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტს და კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კენჭისყრისას კვორუმი 76 იყო.

უვადოდ არჩეული მოსამართლეების სია ასეთია:

მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი
მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი
მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი
მაია ვაჩაძე - 90 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი
თამარ ზამბახიძე - 89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი
შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1წინააღმდეგი
ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი
ლალი ფაფიაშვილი - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი
ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
ქეთევან ცინცაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
ალექსანდრე წულაძე - 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი

იმ მოსამართლეების სია კი, ვინც პარლამენტმა არ დაამტკიცა ასეთია:
თამარ ალანია - არც ერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი
შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი
გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე ,4 წინააღმდეგი
ლაშა ქოჩიაშვილი - 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი

კენჭისყრას ესწრებოდა ეკა ბესელიაც, რომელმაც დაწყებამდე თქვა, რომ იმედი ბოლოს კვდება და სწორედ ამიტომ იყო დარბაზში.

მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში როგორც პარლამენში, ასევე შენობის გარეთაც ხმაური იყო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх