გიგი უგულავა- ნამდვილად მე ვცემე მოძალადე რომელიც თავს დამესხა

სტატიის ავტორი

გიგი უგულავა- ნამდვილად მე ვცემე მოძალადე რომელიც თავს დამესხა
„ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ვიღაც მოვხვდებით ციხეში, ვიღაცას პასპორტს ჩამოგვართმევენ, ხან ძიუდოისტებს მოგვიგზავნიან, რომლებსაც თურმე აქეთ ჩვენ ვცემთ“,- განუცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს.

უგულავას თქმით, 20 ივნისის ღამის შემდეგ ოპოზიციურ ლიდერებზე ივანიშვილმა პოლიტიკური დევნა დაიწყო.
„ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ქუჩის პროტესტის. შესაბამისად, ჩვენ 20 ივნისი შემდეგ შევედით ამ ავადმყოფი ადამიანის სიმულაციურ წარმოდგენებში.
თავს გვახვევენ, თითქოს, იყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის სიმულაცია და მოდელირება „ნომერი 1“. შემდეგ ამ მოდელირებულ გადატრიალებას აუცილებლად სჭირდებოდა მოდელირებული ხელმძღვანელები და აქტორები- ასეთებად გამოგვიყვანეს მე, მელია ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე. 20 ივნისის შემდეგ დაიწყო ჩვენი დევნა“,- თქვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ მათ განზრახ მიუგზავნეს ძიუდოისტი და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში ნებისმიერ მოძალადეს თავადავ თავს დაესხმებიან.
„ივანიშვილი მზად არის, ერთის მხრივ, იყოს მოძალადე იმიტომ, რომ ძიუდოისტის მოგზავნა სხვა არაფერი იყო. ამავე დროს სისტემა თავს აჩვენებს მოქალაქეებს, თითქოს, ის არის მსხვერპლი . აქედან გამოვიდა, რომ მე ვცემე ის ბატონი ძიუდოისტი. სასაცილო ისტორიაა, კი ბატონო, თუ ასე უნდა ივანიშვილის რეჟიმს, რომ იყოს გალახული, ის არის გალახული და ამ კუთხით ნამდვილად მე ვცემე მოძალადე, რომელიც თავს დამესხა. ასე მოვექცევით ყველა მოძალადეს, რომელიც თავს დაგვესხმება და შეეცდება ჩვენს მშვიდობიან, მტკიცე და სამართლიად პროტესტს დაუპირისპირდეს“- აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх