საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ატოცთან საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა

personuser access_time7-11-2018, 11:00
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილზე მავთულხლართების გასაბმელად საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია