საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გიგი უგულავა 7 ნოემბრისთვის ბოდიშს იხდის

personuser access_time7-11-2018, 13:44
ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება.

გიგი უგულავას განცხადებით, ყველაფერს მოეძებნება ახსნა, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, უგულავას თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

"ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.
#ბოდიში

ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.
#სამწუხაროა

2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.
#წერტილი", - წერს გიგი უგულავა.

2007 წლის 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდში , სამი დარბევა იყო ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. ამის შემდეგ იყო საგანგებო მდგომარეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2008 წელს კი ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბდალაძის განცხადებით, ფოტორეპორტიორები 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე გადაღებული კადრების გამო დასაჯეს, როდესაც მათ მთელ მსოფლიოს გააგებინეს თუ რა მოხდა საქართველოში.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია