საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


რა ვითარებაა სოფელ ატოცში, სადაც რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ (ფოტოკოლაჟი)

personuser access_time7-11-2018, 15:17
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან ისევ გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიაზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია 50-მდე რკინის ბოძი.

სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება.

აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია და სოფლის მოსახლეობა მას საძოვრებად, ასევე სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები.




скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია