საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა" - ცოტახნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

personuser access_time7-11-2018, 17:52
სენაკში ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე მდგომი ავტომობილიც.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია