მაჩალიკაშვილი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები პარლამენტთან ატრაქციონებზე არ მიიყვანონ

სტატიის ავტორი

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვები პარლამენტის წინ დადგმულ ატრაქციონებზე არ მიიყვანონ.
მაჩალიკაშვილი მიმართვას საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ავრცელებს.

"პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი, კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ჩემი თხოვნა იქნება ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, ვინ არის თემირლანის მკვლელი. არა არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი",- წერს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, გვიან ღამით საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გაშლილი მაჩალიკშვილისა და მამა გიორგი მამალაძის ძმის კარვები აიღეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх