საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ეფაქტო საზღვრის კვეთისთვის ცხინვალმა ჯარიმები 10-ჯერ გაზარდა

personuser access_time8-11-2018, 12:00
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა 2 000-დან 20 000 რუბლამდე გაიზარდა. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 30 000- დან 50 000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 400 000-დან 800 000 რუბლამდე გაიზარდა.

დეფაქტო ხელისუფლების მონაცემებით ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ივნისში 73 ადამიანი დააკავეს, ივლისში - 70, აგვისტოში - 56.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ესაზღვრება, დაახლოებით 1-კილომეტრი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია