ვალია ბოლოთაევა - ქალი, რომელიც რუსეთში დარჩა ლეგენდად, სილამაზის სფეროში საქმიანობას საქართველოში აგრძელებს

სტატიის ავტორი

თუ მოინდომებ, ყველა პრობლემის დაძლევა შესაძლებელია - ეს ფრაზა ხშირად გექნებათ მოსმენილი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასე მონდომებული ადამიანი, არც ისე ბევრი გაგახსენდებათ.

Dianews.ge - ს მკითხველი გაიცნობს ქალს, რომელსაც არცერთი ბარიერი დაუტოვებია გადაულახავი, რომელიც ცხოვრებამ შეახვედრა.
ასეთი ადამიანები, მითუმეტეს, თუ ისინი ქალები არიან, შედარებით სუსტებს ყოველთვის აძლევენ სტიმულს - როგორ მოერიონ ინერტულობას და გახდნენ შეუპოვრები.


ხუთი წლის ბავშვთან ერთად, უცხო ქვყანაში თავიდან დაწყებულ ცხოვრებაზე, მუხლჩაუხრელი შრომით მიღწეულ წარმატებასა და 18 წლის შემდეგ ისევ უკან, საქართველოში დაბრუნებაზე ვალია ბოლოთაევა მოგიყვებათ.


“ დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. პროფესიით ეკონომისტი ვარ და სამტრედიის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ბუღალტრად ვმუშაობდი. იქ ხუთი წელი ვიცხოვრე, თუმცა, მეუღლესთან დაშორება მომიწია და ისე რომ ენაც კი არ ვიცოდი, რუსეთში გავემგზავრე შვილთან ერთად. მოსკოვში ჩვენი ოჯახის ახლობლები ცხოვრობდნენ წიკლაურები, თომაშვილები და მახარაშვილები. მათი დახმარეით დავამთავრე ფრანგული აკადემია - სალონის მართვის მიმართებით. ისე გადავერთე ახალ საქმეზე, რომ ბუღალტრად მუშაობაზე აღარ მიფიქრია. ენის ბარიერის გამო, ეს შეუძლეველი იქნებოდა იმ დროისთვის. მშობლები გორში მყავდა და მათთან შედარებით ახლოს ყოფნა და ხშირად ჩამოსვლა რომ შემძლებოდა, საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავედი. დასაწყისში სხვის სალონში ვმუშაობდი. ერთი წლის შემდეგ კი, იჯარით ავიღე სალონი და ავამუშავე. დაახლოებით 5 წლის შემდეგ კი, ქალაქის ცენტრში ვიყიდე ფართი და საკუთარი სლონი გავხსენი - KEUNE “.




ვალია ბოლოთაევამ ვლადიკავკაზში ერთ-ერთი საუკეთესო სალონი შექმნა. 15 წლის განმავლობაში, მუდმივად მომხმარელის ყურადღების ეპიცენტრში იყო. მუდმივად ეცნობოდა ამ სფეროში სიახლეებს და შემდეგ საკუთარ ბიზნესში ნერგავდა.




ეს ყველაფერი არ იყო იოლი, თუმცა, არც მიუღწეველი, თუ ადამიანი მოინდომებს. ამ მონდომების წყალობით, ხშირად იყო იქაური პრესის ინტერესის საგანი. მისი მიღწევები კი - ჟურნალებისა და წიგნის ფურცლებზე იბეჭდებოდა.



“ ფართი რომელიც იჯარით ავიღე მარტომ გავარემონტე, რადგან მუშისთვის გადასახდელი თანხა დამეზოგა. დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობდი. წლების განმავლობაში არ ვიცოდი რა იყო დასვენება. ვისაც უნდა რომ იშრომოს, ის სამსახურს იშოვნის აუცილებლად. როდესაც მესმის, რომ ვერ მუშაობენ მეცინება - ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვით ხელში, სხვა ქვეყანაში რომ მოხვდები, გვერდში არავინ გყავს, ქირით ცხოვრობ, ენა არ იცი, ჩაის ფულიც კი არ გაქვს და აღწევ ამდენს, დაუჯერებელი ხდება, რომ ადამიანი რამეს ვერ შეძლებს“.



როგორც ამბობს, 12 წლის წინ, სალონის მართვის პარალელურად, მოსკოვის სამედიცინო და კოსმეტოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა. დღემდე გადის სხვადასხვა სახის სასემინარო კურსს და სწავლობს უახლეს მეთოდებს ამ დარგში.
გარდა ამისა, დაეუფლა პერმანენტული მაკიაჟის ხელოვნებას. სასწავლო კურსი დაიწყო ლარისა მოზარინით მოსკოვში და დაასრულა მსოფლიოში საუკეთესო ტრენერთან - მარგარიტა მიშუტკინასთან, რომელიც ესტონეთის აკადემიის წამყვანი სპეციალისტია.

ვალია ბოლოთაევა ფიქრობს, რომ ამ აკადემიაზე უკეთესი არ არსებობს მსოფლიოში. მას შეუძლია ესტონეთის აკადემიაში მიღებული ცოდნა გაუზიაროს სხვა სპეციალისტებსაც, რომლების პერმანენტულ მაკიაჟზე მუშაობენ.



“ რომ შევაჯამო, 18 წელია სალონის ბიზნესში ვარ. ყველაფერი მინდოდა მცოდნოდა და სალონში რა პროცედურაც ტარდება იდეალურად შევისწავლე. ერთადერთი მანიკური არ ვიცი. მე მივდიოდი უცხოეთში, ვსწავლობდი და მერე ჩემ თანამშრომლებს ვასწავლიდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ. სულ ვმუშაობ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე, ალბათ სწორედ ეს დამეხმარა წარმატების მიღწევაში“.

[center]



ამის შემდეგ იყო საქართველოს ნოსტალგია, ნათესავების მონატრება, მამის გარდაცვალება და მარტოდ დარჩენილ დედაზე ფიქრი. როგორც თავად ვალია ბოლოთაევა ამბობს, ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ რუსეთის სალონურ სივრცეში წარმატებით გაკვალული გზა, ისევ უკან გამოევლო და ახალი გამოწვევები საქართველოში მიეღო. ჩამოსვლისთანავე საქმიანობას შეუდგა კუზანოვის სახელობის კლინიკაში. სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ლაზეროთერაპევტისა და კოსმეტოლოგის პოზიციაზე იმუშავა.

“ მას შემდეგ რაც შვილი დაოჯახდა ( ცნობილ, რუს კინორეჟისორს გაჰყვა ცოლად, რომელმაც ჩემი შვილის სიყვარულით, ქართველ ქალზე ფილმიც კი გადაიღო).




1 წლის წინ მამა გარდამეცვალა და დედა მარტო დარჩა გადავწყვიტე დაბრუნება. თან მომენატრა აქაურობა, ადგილი სადაც გავიზარდე. ასაკთან ერთად ნოსტალგია მოდის და მისი გავლენაც იყო ალბათ. შემეძლო დავრჩენილიყავი, ან ესპანეთში წავსულიყავი - მქონდა შემოთავაზება, მაგრამ სამშობლო ვარჩიე.
საქართველოში დაბრუნებანდე რუსეთში გავყიდე სალონი, თბილისში საბურთალოზე ვიყიდე ფართი და გავაკეთე ჩემი კლინიკა. დავარქვი - Valbella - საბუთებში ვალია ვარ, ახლობლებში ბელა, ამ ორი სახელით მიცნობს ხალხი და გავაერთიანე.


სანამ თბილისში რემონტი მქონდა, გორში, სალონ “მირორში“ იჯარით ავიღე კაბინეტი და ვმუშაობ. მყავს ბევრი პაციენტი და წასვლა აღარ მინდა თბილისში. თავის გასატან ფულს ვმუშაობ საქართველოში და მხოლოდ ფულის გამო რუსეთში ვეღარ წავალ, მეტროებსა და საცობებში დასაკარგი დრო არ მაქვს“.


სილამაზის სფეროში ყველაზე მეტად პერმანენტული მაკიაჟი ხიბლავს, რადგან როგორც ამბობს ბავშვობის ასაკში ხატავდა და კონტურული მაკიაჟის ტექნიკის ათვისებაში ეს ნიჭიც დაეხმარა.




საქართველოში ხშირადაა მიწვეული სხადასხვა სახის კონფერენციებზე, რომლებსაც დარგის საერთაშორისო დონის სპეციალისტები და ცნობილი სახეები ესწრებიან.




საერთოდ, ზუსტად უნდა იცოდე ხატვის დროს, რა შედეგს ელოდები!
კაბინეტში მაქვს ლაზერი, რომლითაც შემიძლია პაციენტებს დავეხმარო, არასწორად გაკეთებული პერმანენტული მაკიაჟის წაშლაში.
საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის მაღალი ხარისხის ნემსები და პიგმენტები, დაბალი ხარისხის მასალით მუშაობა კი, რთულია.

მე ვმუშაობ სრულიად ახალი მეთოდით, რომელსაც დაფერვის მეთოდი ჰქვია, ახლახანს ვიყიდე ახალი აპარატი, რომლითაც გაყუჩების გარეშე შემიძლია ვიმუშავო, სისხლიც კი არ გამოდის. კვადრონის, პოლონურ ნემსების ვიყენებ, აპარატიც შვეიცარიული მოდელია. და რაც მთავარია, ტატუაჟში , ისევე როგორც კოსმეტოლოგიაში აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. შენთან მოსული პაციენტი უნდა იყოს დაცული“!


რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ამბობს, რომ მშვიდი ცხოვრება მოენატრა, სურვილი აქვს ქვეყანაში სადაც ცხოვრობს, ყველა იღიმებოდეს და არ ჩაგრავდნენ ცხოველებს.

“გორში ალბათ საკუთარ კაბინეტს გავაკეთებ, ძირითადად ვიქნები თბილისში“.



ინტერვიუს დასასრულს ვალია ბოლოთაევამ პატარა კომენტარი გააკეთა- დასაქმების საკითხთან მიმართებაში.




“ თუ მშობლები შვილებს შრომას არ მიაჩვევენ და მუშაობას არ შეაყვარებენ, განებივრებით ცუდ სამსახურს გაუწევენ. უდიდესი შეცდომაა მიდგომა - მე არ მინდა არაფერი, მაგრამ შვილებს უნდა ჰქონდეთ ყველაფერი - ასე არ შეიძლება.

რუსეთში, ჩემ სალონთან 35 - მდე გრადუს სიცხეში ბავშვები დარბოდნენ და გაზეთებს ჰყიდდნენ. ჩვენთან წყალს სვამდნენ ხოლმე. ვიდრე გავიგებდი ვინ იყვნენ უზომოდ მეცოდებოდნენ. შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ბავშვები იყვნენ ებრაელების შვილები, რომლებსაც საღამოს, მშობლები ყველაზე ძვირადღირებული მანქანებით აკითხავდნენ და მიჰყავდათ სახლში. ალბათ აღარ არის საჭირო ზედმეტი ახსნა, რატომ აკეთებდნენ ასე. ჩვენ ყველამ ვიცით როგორი წარმატებულები არიან. წარმატება კი - შრომის გარეშე არ მოდის“.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх