სასურველი იქნებოდა დეკანოზი გათავისუფლებულიყო - ანდრია ჯაღმაიძე

სტატიის ავტორი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი მისაღები, სასურველი იქნებოდა რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი“_ ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.
მისი განმატრებით შეწყალების შემთხვევაში რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა.
გარდა ამისა, ჯაღმაიძე ამბობს, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით,რათა ეს ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის მიმართ თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა, შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, სინოდმა. სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე, არის უმარლესი ლეგიტიმაციის, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის და ის გამოხატავს ეკლესიის ნებას. პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა თავისი ხედვა თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი გულმოწყალებას გულისხმობს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მისაღები, სასურველი იქნებოდა რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა.
ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ ამ ფაქტორს, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას, ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს და ჩვენი ხედვით გარკვეულ მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ დასრულდებოდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, პრეზიდენტის თქმით იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარს ამბობს და ამ გადაწყვეტილებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх