საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დღეს სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავა

personuser access_time8-11-2018, 15:27
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სოფელ ატოცში ჩავა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბიშვილის შტაბი ავრცელებს. ატოცში მიმდინარე მოვლენებს სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოეხმაურა.

“სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად . ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, – წერს ზურაბიშვილი.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია