საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა - პირდაპირი ეთერი

personuser access_time8-11-2018, 16:53
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ის ადგილობრივი მოსახლეობისგან ისმენს ადგილზე შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს

"დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები. ახალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე. უსაფრთხოების გარეშე არ არის მშვიდი ცხოვრება და განვითარება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერს Facebook-ზე, სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაპრეზიდენტებისთანავე, ის ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დაიწყებს მუშაობს. ზურაბიშვილი წერს, რომ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია