საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში წავალ, მთავარსარდალი თავისი ქვეყნის ჯარისკაცებთან უნდა იყოს

personuser access_time8-11-2018, 18:16
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატიკანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება დაიწყეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს, რომ ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი რასაც გააკეთებს, ეს ავღანეთში ჩასვლა იქნება, რადგან "მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან".

"მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

7 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს და მავთულხლართების დამონტაჟება დაიწეს, რის გამოც ატოცის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია