საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ეს არ იყო საქართველოს საელჩო, ეს არის აბსოლუტურად სხვა შენობა" - დავით ზალკალიანი რუსთავი 2-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

personuser access_time8-11-2018, 18:23
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მინისტრის განცხადებით, "რუსთავი 2" ამბობს, თითქოს და საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

მინისტრის განცხადებით, უწყებას აქტიური კამპანია ჰქონდა და ვიდეორგოლიც წარადგინეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია.

"რუსთავი 2-ს" სიუჟეტი ჰქონდა საქართველოს 2 მოქალაქეზე შვედეთში, რომლებიც თითქოსდა მივიდნენ შენობასთან, რომელიც დაკეტილი დახვდათ. ეს არ იყო საქართველოს საელჩო, ეს არის აბსოლუტურად სხვა შენობა. ამ სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს არ ეძლევათ შესაძლებლობა დადგნენ რეგისტრაციაზე. ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. საქართველოს საელჩომ შვედეთში გააკეთა ამაზე განცხადება. ეს მასალა მივაწოდეთ ამ ტელევიზიას, თუმცა სამწუხაროდ არ გაავრცელეს",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

4 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საარჩევნოდ საკონსულოებში აღრიცხვაზე დადგომისკენ.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია