ოკუპანტები ჩორჩანაში მავთულხლართებს ავლებენ - ნახეთ ადგილზე არსებული ვითარება

სტატიის ავტორი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა უკანონო კონსტრუქციების დამონტაჟება დაიწყეს.
ფატს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სუს-ში განმარტავენ, რომ ეს მოქმედება განიხილება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის კონტექსტში და არის იმ უკანონო აქტივობების ნაწილი, რასაც “საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.”

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპოაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირად კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს”, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ჩორჩანის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ ახალი კონსტრუქციების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დავით ქაცარავამ გაავრცელა.

ფოტო: არქივიскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх