საქართველოში პენსია 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი უნდა იყოს- მიხეილ სააკაშვილი

სტატიის ავტორი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშშვილი საკუთარი „ფეისბუკ“ გვერდით პენსიის გაზრდას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2012 წელს მოსახლეობას დოლარის მაშინდელი კურსით პენსია უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე- დღეს.
„დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსია 220 ლარამდე იზრდება. 220 ლარი არის 76 დოლარი. ამაზე ცოტათი მეტი იყო პენსია მაშინდელი კურსით 2012 წელს. ესე იგი 2012 წლის შემდეგ, პენსია არა მხოლოდ არ გაზრდილა, არამედ ფასების გათვალისწინებით, რეალური პენსია ხალხს მკვეთრად შეუმცირდა. ამას ჰქვია არა წინსვლა, არამედ- უკუსვლა. ხალხთან სათითურების თამაში უნდა მორჩეს და საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх