ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ციხელაშვილი სამწუხაროს უწოდებს

სტატიის ავტორი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა. ციხელაშვილის განცხადებით, მუშაობა ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება იმ მიზნით, რომ მოხდეს საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა,

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, იცით, თქვენ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახლავთ, არაერთი ტექნიკური შეხვედრა უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას მიეძღვნა ერგნეთში და ეს მუშაობა ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება იმ მიზნით, რომ მოხდეს ამ უკანონო მოქმედებების შეჩერება, აღკვეთა. ახალგორის მიმართულებით გადაადგილების სრული შეზღუდვა ფაქტობრივად თავადვე დაუკავშირეს ჩორჩანაში მათ მიზნებს და სურვილებს, თავის მხრივ, უკანონოს და არალეგიტიმურს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არის ფაქტობრივად მძევლად აყვანილი. სურთ ამ ფორმით განახორციელონ ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე და ქართულ მხარეზე, რაც არის დაუშვებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი და აუცილებელია მიმოსვლის აღდგენა იმისთვის, რომ კიდევ უარესი იქნას თავიდან აცილებული“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх