ტრაგედია - ,,ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო" - ნახეთ, რა გახდა ორსული გოგოს გარდაცვალების მიზეზი

სტატიის ავტორი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 30 წლის ორსული გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ქალს გულთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა, რასაც, შესაძლოა, გარდაცვალება გამოეწვია.

გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არ იზიარებენ და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ახალგაზრდა ქალი 21 კვირის ორსული იყო.

„გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх