ავარიას შეწირული ახალგაზრდის სიცოცხლე - არის გარდაცვლილი და ოთხი მძიმედ დაშავებული

სტატიის ავტორი

ვაშლიჯვარში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია და ამას ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх