ინტენსიური თოვის გამო, გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა

სტატიის ავტორი

ინტენსიური თოვის გამო, გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.

„მუნიციპალური სერვისის“ ხელმძღვანელის, თამაზ აბრამიშვილის ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე, უახლოეს საათებში, ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყება.

„ჯერ მარილის გაშლა გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე, სპეციალურ ტექნიკას არ ვიყენებთ, თუმცა თუ მარილის გამოყენება შედეგს არ მოგვცემს, სავალ ნაწილს ტრაქტორებით გავწმენდთ“,- განაცხადა აბრამიშვილმა.

ზიარის გზა, რაიონულ ცენტრს, კაჭრეთის ზონის სოფლებთან აკავშირებს.

ინტენსიური თოვა, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით დაიწყო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх