საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო ბრალი დაუმძიმდა — პროკურატურა

personuser access_time9-11-2018, 18:39
პროკურატურამ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კობაურს ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

„2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა.

გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია