“ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა”,- სახალხო დამცველი ხაბეიშვილის ცემაზე

სტატიის ავტორი

„ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს“,- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლევან ხაბეიშვილის ცემას.

„ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, რადგან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირი, დაზარალებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლებელია, მოტივში გამოიკვეთოს ასევე პოლიტიკური მოტივები. ასეთი ტიპის საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც დამატებით სხვა მოტივები იკვეთება და არა ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, სააეჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებზე არ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე წელი გველოდება. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი",- განაცხადა სახალხო დამცველმა.


შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ საკრებულოში ლევან ხაბეიშვილი სცემეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх