სოფელ ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება

სტატიის ავტორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ სოფელ ატოცთან რკინის ბოძების მონტაჟი არის რუსეთის მხრიდან მორიგი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს.

მისი თქმით, ასეთ ფაქტებს საქართველოს ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე არასდროს შეეგუება.

„ეს არის მორიგი ქმედება რუსეთის მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ასეთ ფაქტებს არასდროს შეეგუება საქართველოს ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ამას ყოველთვის პრინციპულად წინ აღვუდგებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას. ერთობლივი ძალისხმევით, დადგება დრო, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია.
პარტნიორებთან ერთად, ყოველთვის ვაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა. ეს არაფრით არ ჯდება იმ წესებში, რასაც ეფუძნება ცივილიზებული სამყარო. ასე რომ, ჩვენი შეუპოვარი პოზიციაა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დე იურე აღდგეს საქართველს იურისდიქცია და ეს დღეც აუცილებლად დადგება მომავალში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ავტორი:თათია გოგოლაძე
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх