ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ლევან იზორიას ძმას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა

სტატიის ავტორი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ლევან იზორიას ძმას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია მან ჟურნალისტებს დაუდასტურა.

გომელაურმა იმ პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრა, როცა ისიც და იზორიაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იყვნენ, იზორიას ძმა კი პატრულის თანამშრომელს "ფორმის გახდით" ემუქრებოდა.
23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх