ზურაბიშვილი ბედავს და გვიანონსებს, რომ ხელისუფლება მზად არის უმასპინძლოს ლავროვს- დეკანოიძე

სტატიის ავტორი

„სალომე ზურაბიშვილი ბედავს და გვიანონსებს, რომ საქართველოში ოკუპაციის კანონი, თურმე არაფერი არ არის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის უმასპინძლოს რუსეთის ხელისუფლებას“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მაისში საქართველოში სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის ვიზიტს.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი საქციელით ერთხელ უკვე გადაკვეთა ნიშნული „გავრილოვის ღამეს“.
„ეს ამაზრზენი განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ცხადია, პირდაპირ აკანონებს ოკუპაციას. ეს არის ნიშნული, რომელიც გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამის" შემდეგ. მაშინ, როცა „გავრილოვის ღამეს" მოჰყვა ძალიან სერიოზული აღშფოთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან- გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოკუპანტის წინააღმდეგ, ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ბედავს და გვიანონსებს, რომ საქართველოში ოკუპაციის კანონი, თურმე არაფერი არ არის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უმასპინძლოს რუსეთის ხელისუფლებას.
ის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, თითქოს საერთაშორისო სამართლის რაიმე ნორმას ეწინააღმდეგება, ეს არის აბსურდი, დიპლომატიური უმეცრება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას პირდაპირ ცნობს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველო, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მაისში წევრე ქვეყნების დელეგაციებს მანპინძლობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელაგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ოპოზიცია ამ ფაქტს აპროტესტებს და ამბობს, რომ ლავროვი საქართველოში არ უნდა შემოუშვან.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх