„თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთისკენ უკვე აფრინდა“ - ეკატერინე ტიკარაძე

სტატიის ავტორი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თურქეთის თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოახდინოს უკვე აფრინდა.
ტიკარაძის თქმით, ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის”- განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ჩინეთში მყოფნა 4-მა მოქალაქემ ევაკუაციის სურვილი გამოთქვა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх