"უამრავი ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა...არასოდეს დავიღლებით მადლობის გადახდით" - პატარა თუთამ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა

სტატიის ავტორი

პატარა თუთა, რომლის გადასაჩენადა მთელი საქართველო გაერთიანდა, სრულიად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედა, ნატუკა ბერიშვილი წერს.

ნატუკა აცხადებს, რომ გოგონამ დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და თუთა მშვიდ ცხოვრებას უბრუნდება.

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია . მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ" - წერს ნატუკა ბერიშვილი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх