"ქურდული სამყაროს" წევრობის და წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

სტატიის ავტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად მიმდინარეობდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერი ქურდს", ნიკოლოზ ფურცხვანიძეს — მეტსახელად "ბურდღუნიჩას" მიმართეს. "ქურდული სამყაროს" წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო "ქურდული გარჩევა" შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8 700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა", — წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად ორმა ბრალდებულმა დაკისრებული თანხა გადაიხადა. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები. შსს-ს განმარტებით ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას, "კანონიერ ქურდობასა" და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას, მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх