გიორგი ვოლსკი: მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს და წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ

სტატიის ავტორი

24 ივნისიდან, დიალოგის ნაცვლად არჩიეს დესტრუქცია, აგრესიული დამოკიდებულება შეტევები პარლამენტზე, მათ შორის საკითხის განხილვის დროს უშუალოდ პლენარულ სხდომაზე“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდის პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და სხვა პარტიასთან მოძებნოს საერთო ენა და შექმნას მთავრობა.

„ახლა მაინც დავუბრუნდეთ იმ თემას, რასაც ჰქვია შეთანხმება თამაშის წესებზე თუნდაც დაპირისპირებული მხარეებიდან. ასე რომ, ყურადღებით ვიყოთ, ვინ რა საკითხს აყენებს და რომელი პოზიცია არის ქვეყნისათვის მისაღები.

ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ კეთილი უნდა ინებოს და სხვა პარტიასთან მოძებნოს საერთო ენა და შექმნას მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში 40 პროცენტიანმა პარტიამ თუკი დააკომპლექტა ხელისუფლება, ის მუდმივად იქნება არასტაბილურ გარემოსა და სტრესის პირობებში.

აქედან გამომდინარე, ეს პრინციპი ყველასთვის ხელსაყრელია და რაციონალური გადაწყვეტილებაა მისაღები. თვითონ სისტემაზე მე, რა თქმა უნდა, მეტი ვიცი რა პოზიციებზე ვართ, მაგრამ როგორც უსუფაშვილმა ჭკვიანურად აღნიშნა, მოლაპარაკებას ხელი არ უნდა შეეშალოს და წინასწარი განცხადებები და ვაშაძისეული ბაქიბუქი არ უნდა დავიწყოთ.

დათქმები იქნება, მთელი რიგი საკითხები იქნება, რამდენიმე პრინციპული განხულული. იმდენად ლიგიკურია ყველაფერი, რასაც ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე დავდებთ, აქ არ უნდა იყოს არავის დაჩემება, რომ მაინცდამაინც მან აიძულა მოწინააღმდეგე მხარე. საერთაშორისო ჩართულობაც აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი ვილსკიმ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх