საზარელი შემთხვევა - ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

სტატიის ავტორი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ „ველის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის გახდა ცნობილი, მამაკაცი „ველის ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх