აპირებს თუ არა მარგველაშვილი მაჟორიტარობას 2020 წლის არჩევნებში

სტატიის ავტორი

მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ უბანში უნდა ვიყო ჩაკეტილი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან მარგველაშვილი განმარტავს, რომ აპირებს პოლიტიკურ საქმიანობის გაგრძელებას თუმცა მისივე თქმით არ აპირებს მაჟორიტარად კენჭის ყრას.

„არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რომ შევმატო. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგობით იყოს პოლიტიკური პროცესი განპირობებული და არა რაღაც მიზნისთვის. ესაა ჩემი მიზანი, როგორ მივაღწევ, ამას ვნახავთ.

მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх