თალაკვაძე: რაზეც არ შევთანხმებულვართ, იმის შესრულებას ვერავინ მოგვთხოვს

სტატიის ავტორი

პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე უარყოფს, რომ ოპოზიციასთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება შედგა და ამბობს, რომ რაზეც შეთანხმება არ არსებობს, იმას შეთანხმების სახით ვერავინ მოითხოვს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრები არ არსებობენ და ოპოზიცია იტყუება.
გარდა ამისა, თალაკვაძის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლება ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების სისტემის მუშაობაში.
"რაზეც შეთანხმება არ არსებობს, იმას შეთანხმების სახით ვერ მოგვთხოვს ვერავინ.რომ მომხდარიყო კიდევ რაიმე შეთანხმება ესეც ჩაიწერებოდა დოკუმენტში. პოლიტიკოსის გადასაწყვეტი დემოკრატიაში არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდება. ეს არის სხვა დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქცია, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ამაში ვერ ჩავერევით და არც ჩავერევით,"-განაცხადა თალაკვაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх