ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე კვირას იგეგმება

სტატიის ავტორი

ახალი სარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მიმდინარე კვირას მოხდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა პროცედურული საკითხები რჩება გასავლელი.

საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა კი, ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. დამტკიცდება საკონსტიტუციო კომისია. პროექტზე ჯერ საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ კი, საპარლამენტო განხილვა გაიმართება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მაჟორიტარული ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან შეხვედრაც გაიმართება. ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх