ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა - დამწვარია რამდენიმე მაღაზია

სტატიის ავტორი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი 6 სავაჭრო ობიექტზე გაუჩნდა. დამწვარია 6-ვე მაღაზია და იქ განთავსებული სამშენებლო მასალები. სახანძარო სამაშველო სამსახურში გამოძახება დილის 6 საათისთვის შევიდა, ცეცხლი ამ დროსითვის ლოკალიზებულია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს ნივთ-მტკცებულებების ამოღება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია _ კონკრეტული ვერსია არ აქვთ მაღაზიების მეპატრონეებს. ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბოლო დღეებია საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა შეჩერებული ჰქონდათ და მაღაზიები დაკეტილი იყო. რაც შეეხება ზარალს, მათივე თქმით რამდენიმე ათასი ლარის პროდუქციაა განადგურებული.

წყარო: tv25скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх