მარნეულელი ქალის დიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, პირველ კომენტარს აკეთებს

სტატიის ავტორი

62 წლის მარნეულელი ქალის დიშვილი, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიაში Covid-19 დაუდასტურეს, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ის „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სიმპტომებს ვერ გრძნობს. ის და მისი ოჯახის სხვა წევრები ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ არიან – დადიან, იკვებებიან, ცხოვრობენ.
„17-ში იყო დღესასწაული. სახლში არ იმყოფებოდა დეიდა, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. როდესაც ის დაბრუნდა, ჩვენ უკვე სახლში არ ვიყავით. პირდაპირი კონტაქტი არ გვქონია. არც ჩახუტება ყოფილა, არც კოცნა, არაფერი აბსოლუტურად. რომ დაბრუნდა, საჭმელიც არ უჭამია, რომ ვთქვათ, რომ საერთო ჭიქასთან გვქონდა შეხება“, – ამბობს ახალგაზრდა ბიჭი.
ის ყვება, რომ 62 წლის დეიდა, რომელმაც ის სავარაუდოდ დააინფიცირა, ესწრებოდა ბებიის პანაშვიდს და დაკრძალვას, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი იყო. სპეციალისტებმა ისინი შეამოწმეს, თუმცა COVID-19არცერთ მეზობელს და ნათესავს არ დაუდგინდა. ვირუსის მატარებლები მხოლოდ ამ ქალის დიშვილები აღმოჩნდნენ.
ქალს სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა.
„კლინიკაში არ მიიღეს. უთხრეს, რომ მძიმე ავადმყოფი ჰყავდათ და ვერ მიიღებდნენ იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდა და სახლში გამოუშვეს… მეორე დღეს სხვა კლინიკაში წავიდა. იქ ანალიზები აუღეს. უთხრეს, რომ პნევმონია ჰქონდა და მორჩა. ის ისევ სახლში გამოუშვეს“აცხადებს ინფიცირებული პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 75-ს მიაღწია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх