ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას – იმნაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

სტატიის ავტორი

ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ეს ყველაფერი დევს ჩვენი ცენტრის ვებგვერდზე, დაწვრილებითი პროტოკოლები და ძალიან ვთხოვ, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს, რომ გაეცნონ ყველა ამ რეკომენდაციას.

ასევე, ვთხოვ ჩემ კოლეგებს, რომ ჩვენთან დევს ნებისმიერი პროტოკოლი, ვთქვათ პირადი უსაფრთხოებისა და ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ. დევს ამის ვიდეოგაკვეთილიც.

მოვუწოდებ მათ, კიდევ კარგად ყველაფერი ეს ნახონ, რადგან არის გარკვეული წესები. მინდა ახლა უბრალოდ ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, რადგან ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება, ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი.

რა განსხვავებაა, მერე ხელთათმანიან ხელს მივიდებთ სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ, ავიწევთ-ჩავიწევთ.

სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე. რა განსხვავებაა ახლა მობილურ ტელეფონს თუ ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ.

ანუ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგად გავითავისოთ ის ქცევები, ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხებათ, თუმცა ეხებათ სხვებსაც. იგივე მაღაზიებში არის ბევრი ადამიანი, ხელთათმანებით მუშაობენ. გასაგებია, ის თავს იცავს, მაგრამ ეს თავდაცვაც უნდა კარგად გაითავისოს.

კანიდან არაფერი არ იჭრება, ეს ხელები რატომაა სახიფათო, რადგან მერე ამ ხელით ჩვენ ვეხებით სახეს, ვეხებით პირს, ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ასე რომ, ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ინფექციის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх