ახალი ინფიცირებულები საქართველოში - ახალი პაციენტების ნაწილი ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს

სტატიის ავტორი

გუშინ დილის შემდეგ საქართველოში კორონა ვირუსით დაფიქსირებული კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან სამი მათ ცენტრშია გამოვლენილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი პაციენტის ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

„ გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან სამი დადასტურებული შემთხვევაა ჩვენი ცენტრის, დანარჩენი არის ექვსი კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. 108 პაციენტიდან საერთოდ 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, ანუ 58 არის დანარჩენი ექვსი ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია, მაგრამ ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ დასტურდება არც ერთთან. ჩვენი ცენტრის შემთხვევებში ინიფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა ახალ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არ არის.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх