სისხლიანი სუფრა და თავში დაჭრილი 25 წლის ბიჭი - რა მოხდა წუხელ ღამით

სტატიის ავტორი

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



განახლებული: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.პ. ყვარელში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ბასრი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх