მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს

სტატიის ავტორი

მაშველებმა დაკარგული 80 წლის კაცის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვეს.

მოხუცი 2 დღის წინ, 27 აპრილს გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მისი ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამუშაოები წყალში და მდინარის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობდა.

"ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი", - აღნიშნულია განცხადებაში.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх