შეაფასე -სკოლის მოსწავლე ვარ და დროის დიდ ნაწილს ტექნიკასთან ვატარებ ისევ ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს- რუსუდან ბუზიაშვილი

სტატიის ავტორი


გადატვირთული გრაფიკის შემდეგ 18 წლის სკოლის მოსწავლისთვის, რუსუდაბ ბუზიაშვილისტვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა თვითიზოლაციაში ყოფნა.

რუსუდანი საკუთარ ერთ დღეს გვიზიარებს თვითიზოლაციაში და გვიყვება, რომ მისთვის დღის განრიგი ფაქტობრივად არ შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ახლა მას ადამიანებთან არ აქვს უშუალო შეხება და დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ონლაინ განათლების მისაღებად ატარებს.

"სკოლის მოსწავლე ვარ და დროის დიდ ნაწილს ტექნიკასთან ვატარებ. ისევ ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს უბრალოდ ადამიანებთან აღარ მაქვს პირდაპირი შეხება. დღის პირველ ნახევარში გაკვეთილები მაქვს, მეორე ნახევარში კი არაფორმალური განათლება,"- ყვება რუსუდანი რუბრიკა "შეაფასე"-ს ვიდეომიმართვაში.

სახლში ყოფნის დასაძლევად ,მისი აზრით, პატარ-პატარა ხრიკები უნდა გამოვიყენოთ, რათა გავიმრავალფეროვნოთ თვითიზოლაციის საათები. ამისთვის თავად რამდენიმე მეთოდს მიმართავს. ესენია: ოჯახის წევრებთან დროის გატარება, ლიტერატურის კითხვა და წერა.

"მოვიცალე ჩემი და-ძმისთვის, საღამო მათ ეკუთვნით. კარანტინამდე ამის საშუალებაც არ მქონდა ასე, რომ ყველაფეერი უარყოფითი არ აქვს სახლში ყოფნას.
ასევე, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ხსნა წერა და კითხვა არის. წერა ემოციებისგან დაცლაში მეხმარება."_ გვიყვება რუსუდანი.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх