შეაფასე - ეხლა ვმუშაობ ტილოზე, რომლის თემატიკაც აუცილებლად COVID - 19 იქნება- ნინო ნიპარიშვილი

სტატიის ავტორი

ნინო ნიპარიშვილი კასპის სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლასგარეშე ღონისძიებების ხელძღვანელია.

ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მათ კასპში მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა.
როგორც თავად გვიყვება, Covid -19- მა მათთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ყოველდღიური ცხოვრების სტილიც შეცვალა.


„Covid -19 მა არამხოლოდ პროფესიული ცხოვრება, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილი და რეჟიმი შეცვალა.
ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს მაგრამ, იქედან გამომდინარე , რომ მყავს 2 წლის პატარა შვილი მე და ჩემმა მეუღლემ გადაწყვეტილება მივიღეთ დროებით კასპში გადმოვსულიყავით“

ახლა ნინო ოჯახის წევრებზე ზრუნვისა და პროფესიული მოვალეობების შესრულების გარდა თავისუფალ დროს ვარჯიშსა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჰობს, ხატვას უთმობს.


„სამი წელია უკვე საკმაოდ ინტენსიურად ვხატავ , ერთი პერსონალური გამოფენა უკვე მქონდა და მეორე დიდი პერსონალური გამოფენა 23 მარტს უნდა მქონოდა . მაგრამ პანდემიის გამო ყველა საჯარო ღონისძიება დროებით გაუქმდა.
ეხლა ვმუშაობ ტილოზე, რომლის ფონიც ნახევრად არის გაკეთებული და თემატიკა აუცილებლად COVID- 19 იქნება.
ვეცდები ის ემოცია, რომელიც მსოფლიოს გადაედო ტილოზე გადმოვიტანო.
ხატვა არაჩვეულებრივი პროცესია, შენი შინაგანი გრძნობები, ხედვები და შესაძლებლობები ტილოზე გადმოგაქვს
ჩემი რეკომენდაცია იქნება ივარჯიშოთ. ვისაც რა საშუალება გაქვთ, ეს იქნება ტრენაჟორები, სირბილი თუ ფიზიკური ვარჯიში, გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება იმისათვის, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდგომ კიდევ ზედმეტი პრობლემები არ შევიქმნათ ზედმეტი წონისა და ზედმეტი ცხიმის სახით“ _ გვიყვება ნინო ნიპარიშვილი რუბრიკა „შეაფასე“-ს ვიდეომიმართვაში.




скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх