შეაფასე - ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სახლში უინტერესოდ ჯდომა და არაფრის კეთება - ნიცა ოქრუაშვილი

სტატიის ავტორი

„მოგვეცა შესაძლებლობა გამოვაჩინოთ ის დაფარული უნარ-ჩვევები რომელიც ჩვენში იყო და აქამდე ვერ ვახორციელებდით“ _ ამბობს რუბრიკა "შეაფასე" -ს ვიდეომიმართვაში სამოქალაქო აქტივისტი და აქტიური ახალგაზრდა ნიცა ოქრუაშვილი.
ნიცა გვიყვება როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება თვითიზოლაციის შემდეგ.
როგორც თავად გვიყვება, მისთვის წარმოუდგენელია სახლში უინტერესოდ ჯდომა. სწორედ, ამიტომ რამდენიმე მეთოდს მიმართავს, რომ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს.

„ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სახლში უინტერესოდ ჯდომა და არაფრის კეთება, მეგობრების გარეშე ყოფნა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ყოველი დღე თვითიზოლაციაში რაღაც კუთხით გამელამაზებინა.
არ შევუშინდი კულიანრიულ ექსპერიმენტებს, დავიწყე რაღაცეების კეთება და მოფიქრება, რაშინც ინტერნეტიც მეხმარებოდა.
წავიკითხე უფრო მეტი წიგნი და გავიღრმავე ცოდნა.“_ ამბობს ნიცა ოქრუაშვილი.

ნიცა თვითიზოლაციაში წაკითხულ ოთხ წიგნს გვიზიარებს და სხვებსაც ურჩევს მათ წაკითხვას:

„ქარწაღებული“ - მარგარეტ მიტჩელი
„ბნელი ადგილები“ - გილიან ფლინი
„ჟამი სიცოცხლისა ჟამი სიკვდილისა „ - ერიხ მარია რემარკი
„დორიან გრეის პორტრეტი „ - ოსკარ უაილდი
გარდა ამისა, მისთვის დროის სასიამოვნოდ გაყვანის ერთ-ერთი გზა სახლში სამაჯურებისა და სხვადასხვა აქსესუარების დამზადებაც არის.
„ასევე გადავქყვიტე მეთვითონ გამეკეთებინა სამაჯურები, რომელიც საკმაოდ მარტივად კეთდება და საკმაოდ ლამაზიც არის.“


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх