ლევან რატიანთან საუბრისას გამოჯანმრთელებული პაციენტი პირდაპირ ეთერში ატირდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი

ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები იყვნენ. მათ კორონავირუსი უკვე დაამარცხეს და ახლა სახლში იმყოფებიან.



მადლიერების ნიშნად კლინიკის დირექტორს მათ სოციალურ ქსელში სიმღერაც მიუძღვნეს.



ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, ყოფილი პაციენტები სწორედ მაშინ ჩართეს, როცა სტუდიაში წამყვანს სტუმრად ლევან რატიანი ჰყავდა.



ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.



„ბატონი ლევანის შემოსვლა პალატაში ჩემთვის ზეიმი იყო. ისეთ სტიმულს და ხალისს მაძლევდა ვერ წარმოიდგენთ. მესამე კვირა გადიოდა რაც კლინიკაში ვმკურნალობდი და ცოტა შიში გამოჩნდა.



ერთ დღესაც შემოდის ბატონი ლევანი ოთახში და მეუბნება, ორ დღეში სახლში უნდა გაგიშვაო. ამ სიტყვებმა ისეთი ძალა მომცა ვერ აგიწერთ.



იმ ჩაკეტილ ოთახში, სადაც ერთი პატარა ფანჯარაა და გარეთ გახედვასაც ვერ ახერხებ, ბატონი ლევანი და მისი კოლეგები გვაძლევდნენ ძალას.



მაპატიოს მაყურებელმა ცრემლებს ვერ ვიკავებ… ექიმებს სახე არ უჩანდათ, მე მხოლოდ მათ თვალებს ვუყურებდი.



სწორედ იმ თვალებში ვკითხულობდი დიდ პატივისცემას ჩემს მიმართ. დიდი სიყვარულით და მოწიწებით მკითხულობდნენ ყოველ შემოსვლაზე.“ – განაცხადა ლია ხუნწარიამ.



როგორც ამ გადაცემაში გაირკვა, ორივე პაციენტი, ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი 35 წელია მეგობრები არიან და ამდენივე წელია დუეტში მღერიან.



დიდი ხნის მეგობრები კორონავირუსის დიაგნოზით ერთ პერიოდში მოხვდნენ საუნივერსიტეტო კლინიკაში.



საუბრის დასასრულს კი ყოფილმა პაციენტებმა ლევან რატიანს პირდაპირ ეთერში უმღერეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх