ისრაელში აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც კორონავირუსს ანეიტრალებს

სტატიის ავტორი

ისრაელის „ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის“ (IIBR) მკვლავრთა ჯგუფმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.



მეცნიერებმა დაასრულეს მუშაობა ანტისხეულის ძებნაზე, რომელსაც ახალი კორონავირუსის შტამის დაბლოკვა შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post-წერს.



აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა.



„ვამაყობ ჩვენი ბიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის პერსონალით, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთეს. ჩვენი ხალხისათვის დამახასიათებელი კრეატიულობა და გამომგონებლური უნარი ძალიან დაგვეხმარა ამის მიღწევაში“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.



ახალ აღმოჩენას სამი ძირითადი პარამეტრი აქვს:



ეს არის ახალი და დახვეწილი მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მავნებელი პროტეინების უკიდურესად დაბალ დოზას შეიცავს.



მას გააჩნია უშუალოდ ახალი კორონავირუსის ნეირალიზაციის უნარი.



ანტუსხეული სპეციალურად კორონავირუსის ყველაზე აგრესიულ ტიპზე გამოიცადა.





„როგორც ჩანს, ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი“ პირველია მსოფლიოში, რომელმაც გააკეთა ისეთი აღმოჩენა, რომელიც სამივე აუცილებელ პარამეტრს პასუხობს“ – განაცხადა ჯანდაცვის ბენეტმა.



The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მეცნიერები აღმოჩენის დაპატენტებაზე მუშაობენ, რის შემდეგაც არაერთი კვლევა ჩატარდება, რასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება.



ბოლო მონაცემებით ისრაელში ახალი კორონავირუსის 16 310 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 239 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 10 637-ს მიაღწია.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх