კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

სტატიის ავტორი

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ყველას წყარო ცნობილია.



„Covid-ცენტრებში სულ 331 პაციენტი მკურნალობს.



გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მკურნალობის ქვეშ მყოფების რაოდენობას.



5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ყველას წყარო ცნობილია.



ისინი საკარანტინო სივრციდან არიან. ახლა მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ახალი კლასტერი არ დაგვმატებია, ყველა ცნობილია.



ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 47 ინფიცირებულია მოთავსებული. სულ 79 გამოჯნამრთელებული პაციენტი გვყავს.



47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული. ერთი კვირაა რაც ჩვენთან იმყოფება, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკის, ასევე თანმხლები დაავადებების გამო“, – აცხადებს ეზუგბაია.



საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.



7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 615-მდე გაიზარდა.



275 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულდა. მათ შორის 9 პაციენტი გარდაიცვალა.



კარანტინის რეჟიმში – 5002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485 მოქალაქე იმყოფება.



რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ს შეადგენს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх