"სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა" - ნათია თურნავა

სტატიის ავტორი

ჩვენ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო მანამდე, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებს - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, სილამაზის სალონები ქვეყანაში დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და მისი დროული ამუშავება აუცილებელია.
"სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ. სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს, მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო მანამდე, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებს. მაგრამ, გავითვალისწინოთ რომ ეს არის, როგორც შოპინგ მოლები, კაფეები, რესტორნები სხვა ობიექტები ადგილები, სადაც მეტია რისკი, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი. ამიტომ, კიდევ ცოტა დრო გვინდა იმისთვის, რომ ყველა შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც და მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, მეტად იყოს დაცული." - განაცხადა ნათია თურნავამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх