შეაფასე - ჩემს ჰობს მივუბრუნდი ვაკვირდები ფრინველებს და ვიღებ ფოტოებს - გიორგი ედიშერაშვილი

სტატიის ავტორი

გიორგი ედიშერაშვილი, წარმოშობით გიორგის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისიდან არის.
ის ამჟამად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მუშაბს, კონკრეტულად კი პროფესიულ საქმიანობას რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით, ლაგოდეხსა და ყავრელში ასრულებს.

გიორგი რუბრიკა „შეაფასე“ - ს გამოწვევაში ჩაერთო და გაგვიზიარა თუ როგორია მისი ცხოვრება პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში.
„ჩემი თვითიზოლაციის პერიოდი და პროცესი არ არის სრულფასოვანი იქედან გამომდინარე, რომ სამსახურეობრივი მოვალეობების გათვალისწინებით სხვადასხვა საქმიანობის შესრულება მიწევს, მათ შორის, ჰუმანიტარულის ანუ მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტების მიტანის თვალსაზრისით და საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის კუთხით.“_ აღნიშნავს ის რუბრიკაში საუბრისას.
თვითიზოლაციაში მისი დროის დიდი ნაწილი ახლა უკვე ჰობსაც ეთმობა. როგორც თავად გვიყვება, ბიომრავალფეროვნებით დაინტერესდა, აკვირდება ფრინველებს და ფოტოებს უღებს.

„ჩემს ჰობს მივუბრუნდი. ვაკვირდები ფრინველებს და ვიღებ ფოტოებს. ზოგადად, ბოლო დროს ძალიან დაინტერესებულივარ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგით, რისთვისაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები უნიკალური ადგილია“

პროფესიისა და ჰობის გარდა მან რამდენიმე ონლაინ პროექტიც განახორციელა. ამასთან, მისთვის ყოველდღიურობად უცხოელი მეგობრების მოკითხვა და გამხნევებაც იქცა.

გიორგი იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინტერმუნიციპალური აქტივობების განხორციელებასაც შეძლებს, სადაც მონაწილეობას გორელი და ლაგოდეხელი ახალგაზრდები მიიღებენ.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх