შეაფასე - ოჯახში ვცდილობთ ყველამ ერთად ვიმეცადინოთ მუსიკაში და ასე შევაყვარო ჩემს შვილებს მუსიკა

სტატიის ავტორი

ლევან მესროფაშვილი ერთ-ერთია, ვინც რუბრიკა „შეაფასე“-ს გამოწვევაში ჩერთო და თვითიზოლაციიდან საკუთარ დღეს გვიზიარებს.
ლევანი საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს და დისტანციურად აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, ახლა მეტი დრო გამოუთავიუფლდა, რომელსაც რამდენიმე საინტერესო ჰობს უთმობს. მათ შორის არის მუსიკა, მებაღეობა და მეღვინეობა.


„რთულია სახლიდან მუშაობა გარკვეულწილად, რადგან, მყავს 5 შვილი პატარა სულ ახლახანს გახდა 1 წლის.
ტრანსპორტში და ბევრ ისეთ რამეში არ იკარგება დრო რასაც აქამდე ყოველდღიურად ვაწყდებოდით, აქედან გამომდინარე, ვცდილობ თავისუფალი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო.

დავრეგისტრირდი ონლაინ მუსიკალურ აკადემიაში და ვსწავლობ მუსიკას, ვეუფლები სოლფეჯიოს დ აჯაზს.
ოჯახში ვცდილობთ , რომ ყველამ ერთად ვიმეცადინოთ მუსიკაში და ასე შევაყვარო ჩემს შვილებს მუსიკა
გარდა მუსიკისა მებაღეობითაც ვარ გატაცებული. ვცდილობ მოვუარო ეზოს, ბუჩქებს.
ამასთან, ვცდილობ შევისწავლო მეღვინეობა. ღვინის წარმოება და დაყენება. საუბრაია ბიო და ქვევრის ღვინოებზე, რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვსწავლობ.“ _ აღნიშნავს ლევან მესროფაშვილი ვიდეომიმართვაში.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх