თალაკვაძე – ღია მიმართვა გავაკეთეთ, რადგან დავინახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი შეთანხმების ჩასაგდებად ემზადება

სტატიის ავტორი

ოპოზიციასაც აქვს ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულება მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებების. რომ დავინახეთ, ხმის მიცემას ეს ხალხი არ აპირებს და უნდათ საკონსტიტიუციო ცვლილებების ჩაგდება, შემდეგ კი ამ პასუხისმგებლობის ჩვენზე გადმობრალება, ამიტომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.



„მათ გეგმა არის არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დესტაბილიზაცია, შედეგების დელეგიტიმაცია, რომ არჩევნების მიმართ ნდობა იყოს ნულოვანი. საჯარო განცხადება გავაკეთეთ იმიტომ, რომ ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ფასილიტატორი ელჩები იმავეს იტყოდნენ, რასაც თვითონ ამბობდნენ, თითქოს პატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. როგორც ვნახეთ ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.



მისივე თქმით, პასუხი ოპოზიციის ამ ქმედებაზე ნათელია. მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია და შესაბამისად დემოკრატიული არჩევნებით, შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიაღწევენ.



„მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო კონსენსუსის საფუძველზე. რატომ არ აწყობთ, ამაზე პასუხი დევს ხელის გულზე. არ აწყობთ, რადგა დღეს აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, ვისაც ხალხი ენდობა და პირდაპირ აირჩევს, რომელსაც შეუძლია სოფელში, ქალაქში, რაიონში მისვლა და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა.



ყველას ახსოვს პიროვნულად ეს ადამიანები რას აკეთებდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ადამიანებს და აკეთებდნენ უსამართლობას. არ აწყობთ იმიტომ, რომ დაინახეს, დემოკრატიული არჩევნებით, ცივილური შეთანხმებით, ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიიღებენ, დაინახეს, რომ აქვთ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია.



მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა და ჩვენ ზუსტად ამიტომ გამოვედით და საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება, რომ დაგვეფიქსირებინა პოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх