როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

სტატიის ავტორი

13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს.



„14 მაისიდან საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. რაც შეეხება თბილისს, 13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх